იუნესკოს დადგენილებით მთელს მსოფლიოში 2002 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ,,ფილოსოფიის დღე”
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი 2024 წლის 14-15 ნოემბერს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ატარებს ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას ,,ფილოსოფია და თანამედროვეობა.
კონფერენცია ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის კონსტანტინე (კოტე) ბაქრაძის დაბადებიდან 126-ე წლისთავს.
იხ. პროგრამა